Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი წყალსატევარით კახეთის მოსახლეობა 140 ჰექტარ სავარგულს მორწყავს

21 თებერვალი, 2016 12:10

კახეთის რეგიონში, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის ზონაში, სოფელ ვაჩნაძიანთან მცირე წყალსატევარის მოწყობის პროექტი დასრულდა, - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

წყალსატევარში10 000 მ3 წყლის მარაგი დაგროვდება. სამინისტროს ინფორმაციით, წყალსატევარის დახმარებით კახეთის მოსახლეობა სარწყავი სეზონის განმავლობაში 140 ჰექტარ სავარგულს მორწყავს წვეთური ირიგაციის მეთოდით.

„ვაჩნაძიანის წყალსატევარი ერთ-ერთია სამი საპილოტე პროექტიდან, რომელიც კომპანია „საქართველოს მელიორაციამ“ ირიგაციის თანამედროვე მეთოდის – წვეთური მორწყვის წესის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავა.

კახეთის რეგიონში ასევე, ხორციელდება ბაკურციხისა და ვაქირის სატუმბი სადგურების საპილოტე სარეაბილიტაციო პროექტები, რომელთა დასრულების შემდეგ სარწყავი სეზონისათვის 750 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის მოსარწყავად მოსახლეობა წვეთური ირიგაციის სისტემებს გამოიყენებს“, - ამბობენ სამინისტროში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^